რომან გოცირიძე - მეცხრე მოწვევის პარლამენტი იყო ერთ-ერთი ყველაზე მორჩილი პარლამენტი, საწყალი ადამიანების კრებული

შეიძლება ვთქვათ, რომ ვიყავით მომსწრე ერთ-ერთი ყველაზე მოსაწყენი და წარუმატებელი საკანონმდებლო ორგანოსი საქართველოს ისტორიაში, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ მეცხრე მოწვევის პარლამენტის საქმიანობის შეფასებისას განაცხადა.

მისივე თქმით, მეცხრე მოწვევის პარლამენტმა მიიღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებიც, თუმცა გოცირიძის განმარტებით, ეს ძირითადად საერთაშორისო და ადგილობრივი ზეწოლით იყო განპირობებული.

„მეცხრე მოწვევის პარლამენტი იყო ერთ- ერთი ყველაზე მორჩილი პარლამენტი, საწყალი ადამიანების კრებული, რომლებიც აჭერდნენ ხელს ღილაკს და ფაქტობრივად, აფორმებდნენ ბიძინა ივანიშვილსა და პარტიის დადგენილებებს. ეს პარლამენტი გამოირჩეოდა იმით, რომ არ გადიოდა ერთი თვეც კი, რომ არ მიეღოთ რამე ისეთი გადაწყვეტილება, რომლითაც იქმნებოდა ახალი სახელმწიფო ბიუროკრატიული დაწესებულება. იღებდნენ ისეთ კანონებს, რომელიც მორგებული იყო „ქართულ ოცნებაზე“, მაგრამ როგორც საერთაშორისო, ისე შიდა ზეწოლით ამ პარლამენტმა მიიღო რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, თუნდაც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, რაც, რა თქმა უნდა, შეიძლება შეფასდეს დადებითად, მაგრამ ამას უხდება ძალიან „ყვავს, რომ კაკალი გააგდებინო“ და ხანდახან ამ ყვავს ვაჩხავლებდით და პირიდან გამოუვარდრბოდა ხოლმე კარგი კაკალები. თუმცა, მთლიანობაში ეს პარლამენტი იყო ყველაზე არაპოლიტიკური პარლამენტი საქართველოს ისტორიაში“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

ოპოზიციის საქმიანობის შეფასებისას გოცირიძემ აღნიშნა რომ პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ 6 წევრი იყო წარმოდგენილი, თუმცა 60 ადამიანის საქმეს აკეთებდა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა