ემანუელ მაკრონი ვილნიუსში სვეტლანა ტიხანოვსკაიას შეხვდა

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ვინლიუსში ბელარუსის ოპოზიციის ლიდერს სვეტლანა ტიხანოვსკაიას შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

როგორც შეხვედრის შემდეგ ტიხანოვსკაიამ განაცხადა, ემანუელ მაკრონი მას დაჰპირდა, რომ ბელარუსის ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებში დაეხმარება და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას შეუწყობს ხელს.

„ის დაგვპირდა, რომ ყველაფერს გააკეთებს, ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის დროს მოლაპარაკებების გამართვისა და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების ხელშეწყობისთვის“, – განაცხადა ტიხანოვსკაიამ შეხვედრის შემდეგ.

ცნობისათვის, ემანუელ მაკრონი ორდღიანი ვიზიტით ლიეტუვაში იმყოფება. გუშინ მან ბელარუსის ხელისუფლებას უკანონო დაპატიმრებების შეწყვეტისა და საპროტესტო აქციების დროს თვითნებურად დაკავებული დემონსტრანტების გათავისუფლებისკენ მოუწოდა. ვიზიტამდე ერთი დღით ადრე კი განაცხადა, რომ ალექსანდრე ლუკაშენკო უნდა წავიდეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა