„სამოქალაქო პლატფორმა 20/20“ ზუგდიდში საუბნო კომისიების 94 წევრის უფლებამოსილების შეწყვეტას მოითხოვს

„სამოქალაქო პლატფორმა 20/20“ ზუგდიდის ოლქში საუბნო საარჩევნო კომისიების 94 წევრის უფლებამოსილების შეწყვეტას მოითხოვს.

როგორც დღეს ზუგდიდში გამართულ ბრიფინგზე სადამკვირვებლო ორგანიზაცია „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-ის წარმომადგენელმა ალიკა კუპრავამ განაცხადა, კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ეს 94 ადამიანი წინა საერთო არჩევნებში საარჩევნო სუბიექტს წარმოადგენდა, რაც საარჩევნო კოდექსის დარღვევაა.

„ჩვენ 94 საჩივრით მივმართეთ ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიას და მოვითხოვეთ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების უფლებამოსილების შეწყვეტა“, - განაცხადა კუპრავამ.

“სამოქალაქო პლატფორმა 20/20” ცესკოს მიერ რეგისტრირებულია როგორც ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაცია, რომელიც 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს და მიმდინარე საარჩევნო პროცესს აკვირდება.

პაველ ფელგენგაუერი - ისრაელ-პალესტინის ზავის პირობები დამოკიდებული იქნება იმაზე, ისრაელი ღაზის სექტორს „ჰამასისაგან“ სრულად გაწმენდს და მოისურვებს თუ არა ამჯერად მასზე კონტროლის აბასის ადმინისტრაციისთვის გადაცემას
ქართული პრესის მიმოხილვა 14.05.2021
იაგო კაჭკაჭიშვილი - პოლიტიკური პროექტი, რომლის მიზანია „ქართულმა ოცნებამ“ ადგილობრივ არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 43% არ აიღოს, რეალისტურია
სუპერმარკეტების ქსელ „მაგნიტის“ წამახალისებელ გათამაშებაში სუპერ პრიზი - ბინა გათამაშდა
კარაგანდაში შპს „ქაზ კარბონის“კუთვნილი ახალი ნახშირის გამამდიდრებელი ფაბრიკა გაიხსნა
თბილისში ქართულ-ფრანგული საკონდიტროების ქსელ Bisues-ის პირველი მაღაზია გაიხსნა