ლევან კობერიძის განცხადებით, „ლელოს“ „ფეიკ ფეიჯს“ სავარაუდოდ, თავდაცვის უწყების თანამშრომელი მართავს

საფუძვლიანი ეჭვი გვაქვს ვივარაუდოთ, რომ სამთავრობო პიარ და აიტი განყოფილებებში მენეჯერები და დასაქმებული ადამიანები იმავდროულად მუშაობენ ე.წ. ფეიკ ფეიჯების ადმინებად, - ამის შესახებ ლელოს წევრმა ლევან კობერიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, „ლელოს“ „ფეიკ ფეიჯს“ სავარაუდოდ, თავდაცვის უწყების თანამშრომელი მართავს. მისი თქმით, უახლოეს დღეებში ფაქტთან დაკავშირებით „ფეისბუქისგან“ დადასტურებას ელიან.

„როგორც ჩანს, ძალიან ბევრი სამუშაო აქვთ წინასაარჩევნოდ, გადაიღალა ადამიანი, როგორც ჩანს ტექსტები აერია და თავდაცვის სამინისტროს გვერდზე დასადები ტექსტი დადო „ლელოს“ „ფეიკ ფეიჯზე“, რომელსაც სავარაუდოდ, ის მართავს და იმავდროულად არის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი.

მოვუწოდებ ხელისუფლებას, რომ ეს სტილი, რაც არის „შავი პიარის“, „ტროლების“ მუშაობის, უკვე თვალნათელია. ჩვენ ველოდებით და გვექნება დადასტურება „ფეისბუქისგან“ ოფიციალური, თუმცა, ფაქტი ფაქტობრივად თვალნათელია,"- განაცხადა კობერიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა