გიგი წერეთელი - ამ არჩევნებმა უნდა  მოიტანოს სერიოზული ცვლილებები

ეს არჩევნები უნდა იყოს არჩევნები, რომელიც ქვეყანაში მოიტანს სერიოზულ ცვლილებას და ეს ცვლილება არ მოვა, თუკი არჩევნები ცუდად ჩატარდება და ცუდი შეფასებები ექნება, - ამის შესახებ

“ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერმა, ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონისა და ბაღდათის მაჟორიტარობის კანდიდატმა გიგი წერეთელმა წინასაარჩევნო გარემოს შეფასებისას განაცხადა.

როგორც წერეთელმა აღნიშნა, მიმდინარე წლის საპარლამენტო არჩევნებზე ბევრი საერთაშორისო დამკვირვებელი იქნება და “ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს, რომ ქვეყანა ჩრდილი არ მიაყენოს”.

“ჩვენ უნდა გვესმოდეს ამ არჩევნების მნიშვნელობა. პირველ რიგში, ეს უნდა ესმოდეს ხელისუფლებას. რაც არ უნდა ოპოზიციას მისცენ შენიშვნა, მთავარი რესურსი არის მთავრობის ხელში. ის ინციდენტები, რაც ვნახეთ ბოლო პერიოდის განმავლობაში, ქვების სროლა, ჩხუბი, სადღაც დაჭრის ფაქტიც იყო და ზოგადად, ის

ძალიან უსიამოვნო გარემო, რომელიც უკვე დაიწყო არჩევნების ამ ფაზაში, ძალიან დიდი საფრთხის შემცველია. ამით ქვეყანა დაზიანდება ძალიან სერიოზულად. ადმინისტრაციული რესურსის მობილიზება უკვე დაწყებულია იმ

მაჟორიტარულ ოლქშიც, სადაც მე ვარ. სკოლის და ბაღის პედაგოგებს იბარებენ, ართმევენ პირადობის მოწმობებს. გვაქვს ინფორმაცია, რომ ერთ-ერთი სკოლის დირექტორი მოსახლეობას ეუბნება, რომ ის არ უნდა წავიდეს არჩევნებზე, ან თუ წავა აუცილებლად “ოცნებას” დაუჭიროს მხარი.

ასეთი რამ არ შეიძლება. აქვე მინდა ვთქვა, რომ ბევრი საერთაშორისო დამკვირვებელი იქნება ამ არჩევნებზე და ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს, რომ ქვეყანას ჩრდილი არ მიაყენოს”, - განაცხადა გიგი წერეთელმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა