ეკა ბესელია - თუ „ქართული ოცნება" ძალადობრივი გარემოს შეცვლას ვერ შეძლებს, მას მოუწევს ყველაფერზე პასუხისგება

როცა 21-ე საუკუნეში ჯერ კიდევ იყენებ შანტაჟის, მუქარის და ათასი სიბინძურის მეთოდს, ეს ორმაგ უკუეფექტს გამოიღებს,- ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ ჟურნალისტებთან „სამართლიანი არჩევნების" ანგარიშის შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნება" უნდა ხვდებოდეს, რომ „თუ მას რაღაც აპატიეს წინა არჩევნებზე, ახლა უკვე თვალს აღარავინ დახუჭავს."

„თუ „ქართული ოცნება" ძალადობრივი გარემოს შეცვლას ვერ შეძლებს, თუ ფონს არ დაამშვიდებს იმით, რომ ცალკეულ შემთხვევებს არ გამოიძიებს და არ დასჯის ვინც დასასჯელია, მას მოუწევს თავად ყველაფერზე პასუხისგება.

დაუსჯელობა მძიმე დანაშაულის არის პროვოცირება შემდეგ სხვა ქმედებების. ის, რომ არ არის დღემდე გამოძიებული და დასჯილი შემკვეთები, ვინც თავის დროზე გაავრცელა უკანონო ჩანაწერები და ხელი დააფარეს ამ ადამიანებს, ამის გამო შეიძლება კიდევ ჰქონდეს ადგილი გარკვეულ მცდელობებს. საბოლოო ჯამში არჩევნები ფასდება ცალკეული ფაქტებით, რამდენად თავისუფლები არიან ადამიანები გადაწყვეტილების მიღების პროცესში“, - განაცხადა ბესელიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა