ლევან კობერიძე კახა კუჭავას - ევროპული ღირებულებებით რომ იწონებთ თავს, დებატებში სახელისუფლებო გუნდის არმონაწილეობა ევროპული ღირებულებაა?!

ევროპული ღირებულებებით რომ იწონებთ თავს, დებატებში სახელისუფლებო გუნდის არმონაწილეობა ევროპული ღირებულებაა?! - ასე მიმართა „ლელოს" ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატმა ლევან კობერიძემ პარლამენტის პლენარული სხდომაზე, საქართველოს პარლამენტის ვიცე -სპიკერს კახა კუჭავას, რომელმაც განაცხადა, რომ საქართველო როგორც არასდროს ისე ახლოს არის ევროპასთან.

ლევან კობერიძის თქმით, „ქართული ოცნება“ და „ევროპული საქართველო“ ერთმანეთს დაემსგავსა, ვინაიდან ორივე უარს ამბობს დებატებზე.

კახა კუჭავას მინდა მივმართო, ევროპული ღირებულებებით რომ იწონებთ თავს, დებატებში სახელისუფლებო გუნდის არმონაწილეობა ევროპული ღირებულებაა? თუნდაც „ნაციონალური მოძრაობას“ მივმართავ, ერთმანეთს რომ დაემსგავსეთ უკვე, ისინიც არ მონაწილეობენ დებატებში, ჩემი კონკურენტი „ევროპული საქართველოდან“ ელენე ხოშტარია, სამწუხაროდ, ასევე აყოლილია ამ ფეხის ხმას და არ მოდის დებატებში. ეს არის თქვენი ევროპული ღირებულებები?!“-განაცხადა ლევან კობერიძემ.

დეპუტატი ლარის კურსის გაუფასურებასაც გამოეხმაურა. როგორც მან განაცხადა, მთავრობის მეთაურს გიორგი გახარიას ეკონომიკაზე მცდარი წარმოდგენა აქვს, როდესაც ის აცხადებს, რომ ეკონომიკა ზუსტი მეცნიერებაა.

„ლარის კურსი ეკონომიკის უტყუარი საზომია, ის ლარის კურსი, რომელიც ბოლო 1 წლის განმავლობაში თითქმის 20%-ით გაუფასურდა. საინტერესოა, თუ იციან ჩემმა კოლეგებმა წარმატებებზე რომ საუბრობენ, ლარის კურსის გაუფასურების გამო, მოქალაქეებს დაახლოებით 600 მლნ დოლარით გაეზარდათ დავალიანებები. ლარის კურსი, ყოველდღე ჭამს კონკრეტული ადამიანების ბიუჯეტს, ასევე, გაძვირებულია მედიკამენტები და საკვები პროდუქტი ეს ყველაფერი კი მიბმულია ეკონომიკაზე.

ეკონომიკაზე, სამწუხაროდ, თქვენი მთავრობის მეთაურს გიორგი გახარიას წარმოდგენა არ აქვს, როგორც მან თქვა სესიაზე გამოსვლისას ჰგონა, რომ ზუსტი მეცნიერებაა. ამ დროს კი ეკონომიკა განწყობებია, ეს განწყობები ყალიბდება მათ შორის იმ დისკუსიით და დებატებით, რომელიც წინასაარჩევნოდ უნდა იმართებოდეს ქვეყანაში. იმ გეგმებით და ხედვებით, რომელიც უნდა გააჩნდეს დღეს მთავრობას“,-განაცხადა ლევან კობერიძემ.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ პარტია „ლელომ“ მმართველი გუნდი, კერძოდ, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი დებატებში გამოიწვია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო