მამუკა მდინარაძე - მადლობა ჩვენს „სამაგალითო“ ოპოზიციას, რომელთა მაგალითზე კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ბოროტება სიკეთეზე ვერასდროს გაიმარჯვებს

მადლობა ჩვენს „სამაგალითო“ ოპოზიციას - „ნაციონალურ მოძრაობას“ და „ევროპულ საქართველოს“, რომელთა მაგალითზე კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ბოროტება სიკეთეზე ვერასდროს გაიმარჯვებს,-ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მან ასევე მადლობა გადაუხადა „პატრიოტთა ალიანსს“, რომელიც მამუკა მდინარაძის თქმით, იმის მაგალითია, რომ რაც არ უნდა პატრიოტული სახელი დაირქვა და პატრიოტული მესიჯები გაახმოვანო, ქართველი ხალხი ოკუპანტის ნარატივით პოზიციონირებას არასდროს გაპატიებს.

„მადლობა ჩვენს „სამაგალითო“ ოპოზიციას - „ნაციონალურ მოძრაობას“ და „ევროპულ საქართველოს“, რომელთა მაგალითზე კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ბოროტება სიკეთეზე ვერასდროს გაიმარჯვებს. ისინი იმის მაგალითიც გახლავთ, თუ როგორი არ უნდა იყოს ოპოზიცია, რომ „ტყუილს მოკლე ფეხები აქვს“, რომ სიცრუით ამ ქვეყანაში გამარჯვებას ვეღარასდროს მოიპოვებ. მადლობა „პატრიოტთა ალიანსს“, რომელთა მაგალითზეც დავრწმუნდით, რომ რაც არ უნდა პატრიოტული სახელი დაირქვა და პატრიოტული მესიჯები გაახმოვანო, ქართველი ხალხი ოკუპანტის ნარატივით პოზიციონირებას არასდროს გაპატიებს. გულწრფელი მადლობა ჩვენი გუნდიდან გასულ დეპუტატებს, რომლებმაც ძალიან ნაყოფიერად იშრომეს ჩვენი გუნდის სხვა წევრებთან ერთად, რომლითაც ასევე დაგვანახეს, როგორი არ უნდა იყოს ნაჩქარევი გადაწყვეტილება, ზოგ შემთხვევაში, ემოციურ ფონზე, თუმცა მეტს აღარ გავაგრძელებ, რადგან ყველაფერი მაინც შედარებითია“,-განაცხადა მდინარაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა