საქალაქო სასამართლოში თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე პროგრამისტი გიორგი ლიუბარეცი მაგისტრი მოსამართლის წინაშე იკითხება

თბილისის საქალაქო სასამართლოში თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე პროგრამისტი გიორგი ლიუბარეცი მაგისტრი მოსამართლის წინაშე იკითხება.

ლიუბარეცის განცხადებით, მობილური ტელეფონი პროკურატურამ ინტერნეტში თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ინფორმაციის მოძიების გამო ჩამოართვა. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მაგისტრი მოსამართლის წინაშე გამოკითხვის ფორმატი თავად მოითხოვა, რადგან პროკურატურას უნდობლობას უცხადებს და ტელეფონის ჩამორთმევით უწყება მის პირად უფლებებს არღვეს.

„არ ვენდობი პროკურატურას, როგორც კი მივედი პროკურატურაში, ეგრევე ჩემი ტელეფონი ჩამომართვეს. როდესაც არაფერ შუაში არ ვარ მე, უნდათ, რომ ჩემი პირადი ინფორმაცია წაიღონ,“ - განაცხადა გიორგი ლიუბარეცმა.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით პროგრამისტმა განცხადებაც გუშინ, საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდზეც გაავრცელა.

,,ბაჩალიაშვილის საქმეზე დამიბარეს პროკურატურაში. სანამ ჯერ კიდევ დაკარგული იყო, „ვსერჩავდი“ ხოლმე რაღაცებს. იქნებ რამე ახალი მეპოვა და მალე აღმოეჩინათ თამარიც. ჰოდა „დასერჩილი გქონია“ რაღაცები და ამიტომ ტელეფონი უნდა წაგართვათ, გავხსნათ, ჩატები, ზარები, მესიჯები, სურათები და შენი პირადი ინფორმაცია უნდა ამოვიღოთო. „დასერჩვა“ დანაშაული ყოფილა თურმე. ასეთ საგიჟეთში ვცხოვრობთ! - წერს ლიუბარეცი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს