გია ვოლსკი - სააკაშვილის მიზანია, საქართველოსთან ასწლეულების მანძილზე მშვიდობიანად მცხოვრებმა სომხურმა და აზერბაიჯანულმა ეთნიკურმა ჯგუფებმა დაპირისპირების გარკვეული ხარისხი გამოავლინონ

მიხეილ სააკაშვილის განცხადება არის პროვოკაციული, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე - სპიკერმა გია ვოლსკიმ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადების შეფასებისას აღნიშნა, რომლის თქმითაც, „მთიანი ყარაბაღი წარმოადგენს აზერბაიჯანის სუვერენულ ტერიტორიას და ამას არაფერი შეცვლის“.

„დესტრუქციისა და მავნებლობის გამოხატულებაა ერთი მხარის მხარდაჭერა და პოზიციის გამოხატვა მაშინ, როცა საქართველოს სამეზობლოში მხოლოდ მშვიდობა აწყობს. სააკაშვილის მიზანია, რომ საქართველოსთან ასწლეულების მანძილზე მშვიდობიანად მცხოვრებმა სომხურმა და აზერბაიჯანულმა ეთნიკურმა ჯგუფებმა დაპირისპირების გარკვეული ხარისხი გამოავლინონ და თუ სააკაშვილის ოცნება ახდება, ეს ყველაფერი დაპირისპირებაში გადავიდეს. ეს განცხადება ამას ნიშნავს და სხვას - არაფერს,“- განაცხადა ვოლსკიმ.

მისივე თქმით, საქართველო მაქსიმალურად თავშეკავებული და ნეიტრალური უნდა იყოს.

„საერთაშორისო თანამეგობრობას უნდა შევთავაზოთ, რომ ამ პროცესების მოგვარებაში გადაუდებლად ჩაერთოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამან შეიძლება სამეზობლოში საგანგებო მდგომარეობა შექმნას. კერძოდ, საქართველოში, სადაც ცხოვრობენ აზერბაიჯანელებიც და სომხებიც. საქართველოს ისტორიას არ ახსოვს, რომ ეთნიკური ან რელიგიური ნიშნით იყოს საქართველოს ტერიტორიაზე დაპირისპირება. სამწუხაროდ, ამისკენ იღწვიან ოპონენტები და სააკაშვილის განცხადება სწორედ ამას მოწმობს,“- განაცხადა ვოლსკიმ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა