გორთან, ავტობანზე ტრაილერის და ჯიპის შეჯახების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

თბილისი-სენაკი ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის გორის მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ახალგაზრდა მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. ორი კი მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოებში გადაიყვანეს. ავტობანზე მოძრავი „ნისანის” მარკის ჯიპი ტრაილერს შეეჯახა.

შემთხვევის ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის შიდა ქართლის დეპარტამენტის თანამშრომლები და სამაშველო სამსახურის თანამშრომლები მუშაობენ.

შემთხვევის გამო ავტობანის აღნიშნულ მონაკვეთზე დასავლეთ საქართველოდან თბილისის მიმართულებით მოძრავი ტრანსპორტის მოძრაობა შეფერხდა. საპატრულო პოლიცია ავტობანზე მოძრავ მძღოლებს შემოვლითი გზით სარგებლობისკენ მოუწოდებს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს