ანრი ოხანაშვილი - ოპოზიციურმა ჯგუფებმა იციან, რომ „ქართული ოცნების“ რეიტინგი არის 60%-ის ფარგლებში და წინასაარჩევნო პროცესის დისკრედიტაციას ცდილობენ

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ოპოზიციური ჯგუფებისთვის „ქართული ოცნების“ რეიტინგი, რომელიც 60%-ის ფარგლებშია, წარმოუდგენელი და მიუღებელია, შესაბამისად ცდილობენ წინასაარჩევნო პროცესის დისკრედიტაციას. ამის შესახებ ოხანაშვილმა „სამართლიანი არჩევნების“ მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის შეფასებისას განაცხადა. მისივე თქმით, ნებისმიერ კანონდარღვევაზე შესაბამისმა უწყებებმა რეაგირება უნდა მოახდინონ და არსებულ კითხვებს პასუხი გასცენ.

„ჩვენ ჯერ კიდევ რამდენიმე თვით ადრე ვამბობდით იმას, რომ მთელი რიგი ოპოზიციური ჯგუფები შეეცდებოდნენ წინასაარჩევნო კამპანიის წარმოჩენას, თითქოს ეს არის ძალადობრივი, თითქოს ხდება ვინმეს მოსყიდვა და ა.შ.

ოპოზიციურმა ჯგუფებმა იციან, რომ „ქართული ოცნების“ რეიტინგი არის 60%-ის ფარგლებში, მათთვის ეს წარმოუდგენელი და მიუღებელია და ცდილობენ წინასაარჩევნო პროცესის დისკრედიტაციას, თუმცა ეს რომ სპეკულაციაა და მათი პროვოკაციების მაშვეობით მიმდინარეობს შესაძლო ძალადობრივი ქმედებები, ამაზე მეტყველებს რამდენიმე ფაქტორი. თქვენ იცით, რომ „ქართული ოცნების“ გუნდის მეშვეობით დაიხვეწა საარჩევნო კანონმდებლობა, ყველა პარტიას მიეცა თანაბარ პირობებში, კონკურენტულ გარემოში წისაარჩევნო პროცესის წარმართვის შესაძლებლობა და სწორედ ჩვენ ვიყავით პირველი ძალა, რომელმაც მოაწერა ხელი პარტიების ეთიკის კოდექსს, სადაც ჩვენ პირველები ვიყავით, ვინც გამოვედით პოზიციით, რომ აუცილებლად ყველას უნდა მოეწერა ხელი დოკუმენტისთვის და ყველამ ერთად უნდა დავგმოთ ნებისმიერი ძალადობა, დესტაბილიზაციის მცდელობა. ამიტომ, ჩვენთან მიმართებით კითხვის ნიშნებიც კი არ შეიძლება არსებობდეს. რა ინტერესი უნდა ჰქონდეს „ქართულ ოცნებას“, რომ ვინმესთან მიმართებით სცადოს სიტუაციის ესკალაცია?“- განაცხადა ოხანაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა