ანრი ოხანაშვილი - ვისურვებდი ძლიერ ოპოზიციას, რომლებიც გაურკვეველ სითხეს კი არ ასხურებენ სხდომათა დარბაზს, არამედ იდეებით შემოდიან პოლიტიკურ ცხოვრებაში

პოლიტიკური პოლარიზაცია რჩება პრობლემად და გამოწვევად, სისუსტე კი უპირველეს ყოვლისა მდგომარეობს პოლიტიკურ ოპონენტებში,- ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ გამოწვევები ჯერ კიდევ არსებობს, მეცხრე მოწვევის პარლამენტმა შეძლო მნიშვნელოვანი რეფორმების გატარება, რომელთა წყალობით ისტორიაში შევა.

„მეცხრე მოწვევის პარლამენტმა შეძლო ისეთი უმნიშვნელოვანესი რეფორმების გატარება, რაც ვერ შეძლო ვერც ერთი მოწვევის პარლამენტმა და ისეთი დოკუმენტენის მიღება და ისეთი აღიარების მოპოვება, როგორი აღიარებაც არ ჰქონია მანამდე არსებული მოწვევის ფარგლებში. შესაბამისად, ეს არის უმნიშვნელოვანესი პროგრესი. ეს მოწვევა ამ კანონებით შევა საქართველოს ისტორიაში, როგორც ერთ- ერთი ყველაზე პროგრესული მოწვევა, რომელმაც შეძლო უმნიშვნელოვანესი რეფორმების განხორციელება. რა თქმა უნდა, გამოწვევები რჩება - ჩვენ თვალს ვუსწორებთ გამოწვევებს ეკონომიკური მიმართულებით და ა.შ. და შესაბამისად, ამ მიმართულებით აქტიურად უნდა გაგრძელდეს მუშაობა, თუმცა მე ვისურვებდი ბევრად ძლიერ ოპოზიციურ ჯგუფებს, ვისურვებდი ოპოზიციურ ჯგუფებს, რომლებიც გაურკვეველ სითხეს კი არ ასხურებენ პარლამენტში სხდომათა დარბაზს, არამედ იდეებით, შინაარსობრივი მსჯელობით, კონკურენციით შემოდიან პოლიტიკურ ცხოვრებაში და საზოგადოებას აჩვენებენ პოლიტიკური დებატების კულტურას და არა ის რაც ჩვენ მივიღეთ - პარლამენტის შტურმის აღების მცდელობა პარლამენტის წევრების მხრიდან. ამიტომ ვისურვებდი ბევრად ჯანსაღ, ჩვენი საზოგადოების ინტერესებზე ორიენტირებულ პარლამენტს შემდეგ მოწვევაში,“- განაცხადა ოხანაშვილმა.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა