რუსთავში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის მონაწილე მძღოლი სამართალდამცავებმა დააკავეს

რუსთავში, რუსთაველის ქუჩაზე, გუშინ გვიან ღამით მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის მონაწილე მძღოლი სამართალდამცავებმა დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს" შსს-ში დაუდასტურეს.

წუხელ, „მუსტანგის" მარკის მსუბუქი ავტომობილი 16 წლის მოზარდს შეეჯახა. გოგონა ადგილზევე გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა რუსთაველის ქუჩაზე ფეხით ძაღლთან ერთად გადაადგილდებოდა, რა დროსაც მას გადაჭარბებული სიჩქარით მიმავალი ავტომანქანა შეეჯახა. შემთხვევის შემდეგ მძღოლი მიიმალა. შედეგად კი 16 წლის გოგო სასწრაფო დახმარების ბრიგადის მისვლამდე, შეჯახების შედეგად მიღებული დაზიანების შედეგად გარდაიცვალა.

ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო