შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 11 პირიდან 4 აირჩევს თუ არა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს, ეს შესაძლოა, დღეს გახდეს ცნობილი

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 11 პირიდან 4 აირჩევს თუ არა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს, ეს შესაძლოა, დღეს გახდეს ცნობილი. აღნიშნული უფლებით სარგებლობა დაკავებულებიდან "ტოიოტა ქამრის" მგზავრებს - ვასილ მახარაძეს, არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილსა და ვახტანგ ჩიქოვანს შეუძლიათ, რომელთაც გურამ ამირხანაშვილის თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებიან.

ბრალდებულებს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჯერ პოზიცია არ დაუფიქსირებიათ.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე ასევე გადაწყდება, გადაეცემა თუ არა საქმე სასამართლოს არსებითად განსახილველად.

სასამართლომ ასევე უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, დაცვისა და ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულებებიდან რომელს დაუშვებს.

დაკავებული 11 პირი - საბა ჩხარტიშვილი, საბა გოგშელიძე, ირაკლი წაქაძე, არჩილ გაგნიძე, ვასილ მახარაძე, ვახო ჩიქოვანი, ნიკოლოზ რევაზიშვილი, ნიკა ჟვანია, ირაკლი მუმლაძე, თენგიზ ბარბაქაძე და გიგა ტატიაშვილი ბრალს არ აღიარებენ, ისინი დუმილის უფლებას იყენებენ.

ცნობისთვის, დაკავებულებს ძალადობას, ჯგუფური ძალადობის ორგნიზებას, მასში მონაწილეობას, სხეულის მსუბუქ დაზიანებას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებიან.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს