ევროპის უნივერსიტეტმა სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემასთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

ევროპის უნივერსიტეტმა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო ცენტრთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.

ევროპის უნივერსიტეტის ინფორმაციით, მემორანდუმს ხელი ევროპის უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა ნინო ტალიაშვილმა და განათლების მართვის საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა დიტო ბერიძემ მოაწერეს.

მემორანდუმის თანახმად, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა (EMIS), ევროპის უნივერსიტეტის მხარდაჭერით, საკუთარ ელექტრონულ პლატფორმაზე (EL.GE) განათავსებს საგანმანათლებლო სახის ვიდეო-რგოლებს, რომლებიც აბიტურიენტებს მომავალი პროფესიის შერჩევაში დაეხმარება. აღნიშნულ პლატფორმაზე განთავსებული ვიდეო-ლექციები იქნება გზამკვლევი მომავალი სტუდენტებისთვის, რათა დეტალური ინფორმაცია მიიღონ ამა თუ იმ პროფესიის შესახებ.

ევროპის უნივერსიტეტი საქართველოში 2012 წელს დაფუძნდა და სხვადასხვა პროგრამების ფარგლებში, უცხოელი სტუდენტების ადგილზე განათლების მიღების უზრუნველყოფასაც ახორციელებს.

უნივერსიტეტში ქართველ სტუდენტებთან ერთად 900 სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქე იღებს განათლებას, მათ შორის სამედიცინო მიმართულებით.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა