ირაკლი კობახიძის განცხადებით, „შრომის კოდექსში“ ცვლილებები ფუნდამეტური პაკეტია, რომელიც შრომითი უფლებების დაცვას უზრუნველყოფს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებები ფუნდამეტური პაკეტია, რომელიც უზრუნველყოფს შრომითი უფლებების დაცვას. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან იმ კანონპროექტის შეფასებისას განაცხადა, რომლითაც შრომით ურთიერთობებთან დაკავშირებული საკითხები ახლებურად წესრიგდება.

„შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებები არის ფუნდამენტური პაკეტი, რომელიც ითვალისწინებს ძალიან ბევრ სიახლეს, მათ შორის, შრომის ინსპექციის სრული დატვირთვით ამოქმედებას, ძალიან ფართო უფლებამოსილებებით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები, რომელიც გააუმჯობესებს შრომითი უფლებების კუთხით მდგომარეობას საქართველოში და შეიქმნება ძალიან ძლიერი ინსტიტუციური მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს შრომითი უფლებების დაცვას“, -განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კანონპროექტი, რომლითაც შრომით ურთიერთობებთან დაკავშირებული საკითხები ახლებურად წესრიგდება, საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით 82 ხმით დაამტკიცა.

შრომის კოდექსში ცვლილებების თანახმად, ახლებურად რეგულირდება შრომითი დისკრიმინაციის აკრძალვასთან, ინდივიდუალურ შრომით ურთიერთობებთან, შრომითი ურთიერთობის წარმოშობასთან და სამუშაოს შესრულებასთან, შვებულებასთან, შრომის ანაზღაურებასთან, სამუშაო ადგილზე ინფორმაციის მიწოდებასა და კონსულტაციის გამართვასთან, აგრეთვე სოციალური პარტნიორობის სამმხრივ კომისიასთან დაკავშირებული საკითხები. ამავე კანონპროექტით, 2021 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება შრომის ინსპექცია.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს