თამარ ტალიაშვილმა ევროსაბჭოს კონგრესის საწესდებო ფორუმში მიიღო მონაწილეობა

თბილისის საკრებულოს დეპუტატმა, ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფლებათა კონგრესისა და საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (ათეა) ვიცე-პრეზიდენტმა, თამარ ტალიაშვილმა ევროსაბჭოს კონგრესის საწესდებო ფორუმში მიიღო მონაწილეობა. შეხვედრაში, რომელიც Covid-19-იდან გამომდინარე ონლაინ რეჟმში მიმდინარეობდა, ასევე მონაწილეობას იღებდა ათეა-ს აღმასრულებელი საბჭოსა და ევროპის საბჭოს კონგრესის წევრი, ნინო ქავთარაძე.

ფორუმზე თამარ ტალიაშვილმა რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ ჰიბრიდული ბრძოლის მექანიზმების გამოყენებაზე ისაუბრა და ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ქართული მხარე განსაკუთრებით აფასებს ევროპის საბჭოს მტკიცე პოზიციას, რომელმაც არაერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა.

„მოსკოვი განაგრძობს მცდელობებს, დაარწმუნოს საერთაშორისო თანამეგობრობა ე.წ. ”ალტერნატიულ რეალობებში”, რათა მოახდინოს საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესიის ლეგიტიმაცია და აირიდოს პასუხისმგებლობა, როგორც ოკუპანტმა ძალამ. ამისთვის რუსეთი აქტიურად იყენებს პროპაგანდის ყველა ინსტრუმენტს, ასევე ჰიბრიდული ბრძოლის ხერხებსა და მექანიზმებს. რუსეთი არ იშურებს ძალისხმევას ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში, გაავრცელოს ისეთი ტერმინები, როგორიც არის „სეპარატისტული ბრძოლა“, „საზღვარი აფხაზეთსა და საქართველოს შორის“, „საზღვარი სამხრეთ ოსეთსა და საქართველოს შორის“, „შიდა კონფლიქტი“ და სხვა. ამ გზით, რუსეთი ცდილობს საერთაშორისო საზოგადოების ცნობიერებაში საქართველოდან განაცალკეოს აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებული რეგიონები და ოკუპირებული ტერიტორიები წარმოაჩინოს ,,დამოუკიდებელ სახელმწიფოებად“, რომლებიც „სეპარატისული ბრძოლის შედეგად გამოეყვნენ“ საქართველოს“, - განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.

ამავე, შეხვედრაზე თამარ ტალიაშვილმა, როგორც კონგრესის მომხსენებელმა პროცედურულ საკითხებში, წარმოადგინა კონგრესის პროცედურულ წესებში განსახორციელებელი ცვლილებები.

აღნიშნულ ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს