ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, მოლოდინი, რომ შესაძლოა, რომელიმე სახელმწიფომ საქართველოს ტერიტორია საკუთარი სამხედრო მიზნებისთვის და ტრანზიტისთვის გამოიყენოს, არ არსებობს

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, მოლოდინი, რომ ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით, შესაძლოა, რომელიმე სახელმწიფომ საქართველოს ტერიტორია საკუთარი სამხედრო მიზნებისთვის და ტრანზიტისთვის გამოიყენოს, არ არსებობს.

„საქართველოს ერთგვარი ნეიტრალური პოზიციები აქვს ამ კონფლიქტთან მიმართებით გასაგები მიზეზების გამო, რამდენადაც ჩვენ მართლაც გამორჩეული, კეთილმეზობლური ურთიერთობა გვაქვს როგორც აზერბაიჯანთან, ისე სომხეთთან და მინდა ხაზი გავუსვა, რომ ორივე სახელმწიფო უფრთხილდება ამ ჩვენს პოზიციებს.

ამიტომ, საუბარი იმაზე, რომ საქართველოს ტერიტორია შეიძლება რომელიმე ქვეყანამ გამოიყენოს ტრანზიტისთვის, საკუთარი სამხედრო მიზნებისთვის, ამაზე ჩვენ მკაფიო უარი გვაქვს გაცხადებული ყველასთვის, ეს იციან ჩვენმა მეზობლებმა და ამ ჩვენს მიდგომას პატივისცემით ეპყრობიან და უფრთხილდებიან“, - განაცხადა სესიაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოს მოწოდებაა, მეტი დრო დაუთმონ მხარეებმა დიალოგს და ცეცხლი შეწყვიტონ.

„რა თქმა უნდა, ჩვენი საერთო მოწოდება საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად არის ის, რომ ცეცხლი შეწყდეს და მეტი დრო და რესურსი იქნას გამოყენებული მშვიდობიანი მოლაპარაკებებისთვის. საერთაშორისო საზოგადოება იცით, რომ აქტიურად არის ჩართული და წამყვანმა ლიდერებმა მოუწოდეს მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ. რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის ინტერესშია, რომ რეგიონში იყოს მშვიდობა და სტაბილურობა და აქაც ჩვენ ვუერთდებით ამ მოწოდებებში საერთაშორისო თანამეგობრობას,"- განაცხადა სესიაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა