ირანში კორონავირუსის 3 677 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 207 ადამიანი გარდაიცვალა

ირანში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 3 677 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 453 637-მდე გაიზარდა, - შესაბამის ინფორმაციას ირანული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, კოვიდ 19-ს ქვეყანაში კიდევ 207 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა 25 986-ს მიაღწია.

აღსანიშნავია, რომ დაინფიცირებული პაციენტებიდან 4 079 კრიტიკულ მდგომარეობაშია. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, პანდემიის დაწყებიდან ქვეყანაში კოვიდ 19-სგან 378 727 ადამიანი განიკურნა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს