მამუკა მდინარაძე - „ევროპული საქართველოს“ შანსები იმდენად და ისტორიულად დაბალია, რომ გადავიდნენ გეგმა „B“-ზე, რასაც ჰქვია პროვოკაციები ტყუილთან ერთად

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ევროპული საქართველოს“ შანსები იმდენად და ისტორიულად დაბალია, რომ ისინი გადავიდნენ ე.წ. გეგმა „ბე“ -ზე, რასაც ჰქვია პროვოკაციები ტყუილთან ერთად.

როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას მამუკა მდინარაძემ „ევროპული საქართველოს“ პარტიული სიის წარდგენასთან დაკავშირებით განაცხადა, მათი შანსები ყველა რეალურ და ობიექტურ რეიტინგში აისახება.

„აქამდე მხოლოდ ტყუილს იყენებდნენ მათი პარტიული ინტერესების დასაკმაყოფილებლად და ამაზე ჰქონდათ კამპანია, ახლა უკვე ინტენსიური გახდა პროვოკაციები მათი მხრიდან. ჩვენ ვხედავთ, რომ საარჩევნო კამპანიაში არის აბსოლუტურად ალოგიკური ქმედებები „ნაცმოძრაობისა“ და მათი ე.წ. კლასტერის მხრიდან.

„ქართული ოცნება“ თან ჩართულია საარჩევნო კამპანიაში, თან ჩვენ ვებრძვით პანდემას და მისგან გამოწვეულ საკმაოდ მძიმე შედეგებს. ისინი ებრძვიან საქართველოს, ქვეყნის სტაბილურობასა და დემოკრატიას. ეს არის მათი ნარატივი. ამ ნარატივით მგონი წარმატება არ მოდის“, - განაცხადა მდინარაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა