სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო,  1-ელ  ოქტემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, 1-ელ ოქტემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „თელასიდან“ აცნობეს.

მათი ინფორმაციით, გლდანის რაიონში, ქსელში გადართვების გამო, 00:00 საათიდან 01:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის, გლდანის ხევის დასახლების, გლდანის მასივის VII, VIII მიკრორაიონების, მაისურაძის და ხერგიანის ქუჩების მოსახლეობას.

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო, 00:00 საათიდან 08:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის VII მიკრორაიონის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: იპოლიტოვ-ივანოვის, გმირ კურსანტთა და ქერჩის ქუჩების მოსახლეობას.

სამგორის რაიონში, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აეროპორტის დასახლების (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

ვაკის რაიონში, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

მთაწმინდის და კრწანისის რაიონებში, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წავკისის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს