კლინიკა "ბომონდში" აცხადებენ, რომ კორონავირუსით გარდაცვლილ 35-ე პაციენტს ორმხრივ პნევმონიასთან ერთად, სუნთქვის მწვავე უკმარისობა აღენიშნებოდა

საქართველოში კორონავირუსით 35-ე პაციენტი გარდაიცვალა. პაციენტი მკურნალობის კურსს “კლინიკა ბომონდის" კოვიდცენტრში გადიოდა.

82 წლის ქალბატონი კლინიკაში 15 სექტემბერს, ქობულეთის ცენტრალური საავადმყოფო "ბომონდი"-დან მძიმე მდგომარეობაში, დადასტურებული "კოვიდ 19"-ით შემოიყვანეს.

“პაციენტს ორმხრივ პნევმონიასთან ერთად სუნთქვის მწვავე უკმარისობა აღენიშნებოდა. ჰქონდა გულის იშემიური დაავადება და შაქრიანი დიაბეტი. იმყოფებოდა მართვით სუნთქვაზე. კლინიკაში შემოყვანის მომენტში მისი მდგომარეობა შეფასდა მძიმედ და ჩატარებული ღონისძიებების მიუხედავად, მისი გადარჩენა სამწუხაროდ ვერ მოხერხდა”,-ამბობს კლინიკა "ბომონდის" კლინიკური მენეჯერი მამია ყიფიანი.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს