დიდმა ბრიტანეთმა და კანადამ ალექსანდრე ლუკაშენკოს, მის ვაჟსა და კიდევ რამდენიმე ბელარუს მაღალჩინოსანს სანქციები დაუწესეს

დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს, მის შვილს და კიდევ რამდენიმე ბელარუს მაღალჩინოსანს სანქციები დაუწესა. ამის შესახებ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.

უწყების ცნობით, სანქციები კანადასთან კოორდინაციით დაწესდა და მანაც მსგავსი სანქციები აამოქმედა. სამინისტროს განცხადების თანახმად, ალექსანდრე ლუკაშენკოს რეჟიმი არჩევნების გაყალბების შემდეგ, პასუხისმგებელია „ოპოზიციონერი პირების, მედიისა და ბელარუსი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე“.

მათივე პოზიციით, საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან მიუხედავად მრავალგზის მოწოდებებისა, ლუკაშენკო უარს აცხადებს ოპოზიციასთან დიალოგში ჩართვაზე და ამის ნაცვლად ირჩევს ძალადობრივი რეპრესიების გაძლიერებას.

„ახალი სანქციები გულისხმობს მოგზაურობაზე აკრძალვასა და ანგარიშების გაყინვას ბელარუსის რეჟიმის 8 წარმომადგენლისთვის, მათ შორის არის ალექსანდრე ლუკაშენკო, მისი შვილი ვიქტორი და ასევე პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი იგორ სერგეენკო“, - ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში. სანქციებთან დაკავშირებით დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დომინიკ რააბმა აღნიშნა, რომ მისი ქვეყნისა და კანადის მიერ გამოცემული სანქციები ლუკაშენკოს „ძალადობრივი და თაღლითური“ რეჟიმისთვის მკაფიო მესიჯია. „ჩვენ არ ვიღებთ ამ გაყალბებული არჩევნების შედეგებს“, - აღნიშნა რააბმა.

სანქციების ჩამონათვალში მოხვედრილი მაღალჩინოსნების უმეტესობა ძალოვანი უწყებების წარმომაადგენლები არიან.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა