აზერბაიჯანის გენპროკურატურა - ესკალაციის დაწყებიდან დღემდე 12 მშვიდობიანი მოსახლე დაიღუპა, 35 დაიჭრა

აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურა მშვიდობიან მოსახლეობას შორის, 12 გარდაცვლილისა და 35 დაჭრილის შესახებ იუწყება.

უწყების ინფორმაციით, მთიან ყარაბაღში დაძაბულობის ესკალაციის დაწყების დღიდან სომხეთის მიერ განხორციელებული სროლების შედეგად, დაზიანებულია 66 საცხოვრებელი სახლი და რვა სამოქალაქო ობიექტი.

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ბოლო სამი საათის განმავლობაში არაღიარებული ყარაბაღის შეიარაღებულმა ძალებმა აზერბაიჯანის 12 ტანკი გაანადგურა.

მათივე ცნობით, ქვეყნებს შორის დაპირისპირების ხაზის მთელ პერიმეტრზე საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა