სომხეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ თურქეთის ავიაგამანადგურებელმა სომხეთის კუთვნილი თვითმფრინავი ჩამოაგდო, თურქეთი ბრალდებას უარყოფს

სომხეთის თავდაცვის სამინისტრო იუწყება, რომ დღეს თურქეთის ავიაგამანადგურებელმა "F-16"-მა სომხეთის სამხედრო საჰაერო ძალების "სუ-25" გაანადგურა.

სამხედრო უწყება ირწმუნება, რომ თურქეთის თვითმფრინავი აზერბაიჯანის ტერიტორიიდან ახორციელებდა დარტყმებს სომხეთის ქალაქ ვარდენისზე.

„დღეს 10:30 საათის ფარგლებში თურქეთის ავიაგამანადგურებელი განჯის აეროდრომიდან აფრინდა და ახორციელებდა დარტყმებს ქალაქ ვარდენის ტერიტორიაზე, ასევე ორ სოფელზე - მეტს მასტიკსა და სოტკზე. თურქეთის ავიაგამანადგურებელმა "F-16"-მა ჩამოაგდო სომხეთის სამხედრო საჰაერო ძალების კუთვნილი „სუ-25“, რომელიც საბრძოლო დავალებას ასრულებდა. მფრინავი გარდაიცვალა“, - განაცხადეს უწყებაში.

თურქეთის პრეზიდენტის პრესმდივანი იბრაჰიმ ქალინი უარყოფს ინფორმაციას თურქეთის ავიაგამანადგურებლის მიერ სომხეთის კუთვნილი თვითმფრინავის განადგურების თაობაზე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა