ნაძალადევის რაიონში, მოლოკოვის ქუჩაზე გრუნტის დამჭერი კედლები შენდება

თბილისში, ნაძალადევის რაიონში, მოლოკოვის ქუჩაზე ორი საყრდენი კედლის მოწყობა მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, 18 და 15-მეტრიანი გრუნტის დამჭერი კედლები შენდება. ბეტონის სამუშაოების დასრულების შემდეგ, მავთულბადის ღობეები დამონტაჟდება და გზის საფარი მოწესრიგდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიის პრესსამსახურიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ მიხეილ ამაშუკელთან ერთად გაეცნო.

„მოლოკოვის ქუჩა N10-ში არსებული კედელი ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო, ასევე, N19-თან იშლებოდა გრუნტი. მიმდინარეობს ორი კედლის მშენებლობა, რის შემდეგაც, N10-ში ასფალტის საფარი დაიგება, N19-ში კი გზაზე ბეტონის საფარი მოეწყობა. პროექტის დასრულების შემდეგ, მიწის ჩამოშლის საშიშროება აღარ იქნება“, - განაცხადა ირაკლი ხელაძემ.

როგორც ინფორმაციაშია ნათქვამი, აღნიშნულ მისამართებზე გრუნტის დამჭერი კედლების მშენებლობისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობა 94 854 ლარს დახარჯავს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა