გიორგი გახარიამ და ევროპარლამენტის პრეზიდენტმა საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და ინსტიტუციური გაძლიერებისკენ მიმართულ რეფორმებზე ისაუბრეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, ბრიუსელში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ევროპარლამენტის პრეზიდენტ დავიდ-მარია სასოლის შეხვდა, სადაც საქართველოს ევროინტეგრაციის დღის წესრიგის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილა და ხაზი გაესვა ამ მიმართულებით მიღწეულ პროგრესს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს მთავრობის პრესამსახურიდან აცნობეს, შეხვედრისას აღინიშნა საქართველოს წარმატება პანდემიასთან ბრძოლის მიმართულებით და ამ თვალსაზრისით, ხაზი გაესვა ევროკავშირის მიერ გაწეულ მნიშვნელოვან დახმარებას.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისა და ინსტიტუციური გაძლიერებისკენ მიმართულ რეფორმებს და განსაკუთრებული ყურადღება ბოლოდროინდელ საკონსტიტუციო ცვლილებას, საარჩევნო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებით, დაეთმო, რაც მეტად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას გულისხმობს და კიდევ უფრო ზრდის ქვეყნის დემოკრატიზაციის ხარისხს.

გარდა ამისა, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე, სადაც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ არჩევნები თავისუფალ, სამართლიან და გამჭვირვალე გარემოში ჩატარდება.

გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველოს მთავრობა მიესალმება და იწვევს დამკვირვებლებს ევროპარლამენტიდან და სრულად უზრუნველყოფს მათ საქმიანობას უსაფრთხო გარემოში.

„საუბარი შეეხო აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში ახალი ინიციატივების განხორციელების მნიშვნელობას, რადგან საქართველო, როგორც ასოცირებული პარტნიორი, იმსახურებს მიდგომას პრინციპით - „მეტი მეტისთვის“.

შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე, მიმდინარე ბორდერიზაციის პროცესსა და ჰუმანიტარულ სირთულეებზე, რაც აფერხებს განვითარებას. დავიდ-მარია სასოლიმ კიდევ ერთხელ დააფიქსირა ევროპარლამენტის უწყვეტი და მტკიცე მხარდაჭერა როგორც საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ისე ქვეყნის ევროინტეგრაციისა და დემოკრატიული განვითარებისადმი.

ევროპარლამენტის პრეზიდენტთან შეხვედრის დასასრულს მთავრობის მეთაურმა ევროპარლამენტის საპატიო სტუმართა წიგნში სამახსოვრო ჩანაწერი გააკეთა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა