ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 35 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ერთი პაციენტი გარდაიცვალა

გასული დღე-ღამის განმავლობაში, ოკუპირებული აფხაზეთის გუდაუთის საავადმყოფოში კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა, რის შედეგადაც, გარდაცვლილთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ე.წ. ოპერატიული შტაბი იუწყება.

მათივე ცნობით, გარდაცვლილი 62 წლისაა, რომელიც საავადმყოფოში 23 სექტემბერს სუნთქვის მძიმე უკმარისობით და ორმხრივი პნევმონიით შეიყვანეს. მანამდე ის სახლში თვითნებურად მკურნალობდა, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, ის ხელოვნური სუნთქვის აპარატს მიუერთეს. პაციენტი სუნთქვისა და გულის უკმარისობით გარდაიცვალა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ ტერიტორიაზე 92 ტესტი ჩატარდა, საიდანაც 35 ადამიანს ინფექცია დაუდასტურდა.

ამ დროისთვის გუდაუთის საავადმყოფოში 108 კოვიდდადასტურებული პაციენტი მკურნალობს, მათგან 16-ის მდგომარეობა მძიმეა, 26-ის საშუალო სიმძიმის. კლინიკიდან გაეწერა 7 პაციენტი, თვითიზოლაციიდან - 52 პირი.

ხათუნა ლაგაზიძე - თუ ოპოზიციას რაციონალიზმი კი არა, თვითგადარჩენის ინსტინქტი მაინც შერჩენია, მოუწევთ გაერთიანება იმ საფრთხის წინააღმდეგ, რასაც ასპარეზზე ახალი პოლიტიკური ჯგუფების გამოჩენა ჰქვია
ქართული პრესის მიმოხილვა 07.05.2021
რამაზ საყვარელიძე - ოპოზიციიდან ბევრი შეეცდება სააკაშვილისგან გამიჯვნას და ლიდერის როლის მორგებას, მეეჭვება ეს წარმატებული მცდელობა იყოს, ამ ოპოზიციისთვის რთული იქნება სააკაშვილის დამარცხება
„გაგუას კლინიკაში“ covid 19–ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის კაბინეტი გაიხსნა
ბაქოში ევროპის ჩემპიონატის თასი ჩაიტანეს