თბილისის საფორტეპიანო ფესტივალის დასკვნითი საღამო გაიმართა

თბილისის მერიის მხარდაჭერით, თბილისის რიგით მეორე საფორტეპიანო ფესტივალის დასკვნითი საღამო გაიმართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, ღონისძიებას დედაქალაქის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია დაესწრო, რომელმაც საფესტივალო მასტერკლასებსა და ვორქშოფებში მონაწილე ახალგაზრდა მუსიკოსებს საპატიო პრიზები და სიგელები გადასცა. საგანმანათლებლო კომპონენტის სამი საუკეთესო მონაწილე, ასევე, დააჯილდოვა კლასიკური მუსიკის ხმის ჩამწერმა ბერლინურმა ლეიბლმა - Cugate Classics. კომპანია გიორგი გიგაშვილის, ასლან ჩიქოვანისა და სანდრო გეგეჭკორის პროფესიონალურ აუდიოჩანაწერებს დაამზადებს, ხოლო გიორგი გიგაშვილს, ასევე კომპაქტ-დისკის სრულ საპროდიუსერო მხარდაჭერას გაუწევს.

თბილისის მეორე საერთაშორისო საფორტეპიანო ფესტივალი 22 სექტემბერს გაიხსნა და 29 სექტემბრამდე გაგრძელდა. საფესტივალო კონცერტები, მასტერკლასები, ვირტუალური ვორქშოფები და ლექციები მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში გაიმართა. მუსიკალურ შეხვედრებში მონაწილეობდნენ ლეგენდარული პიანისტი ციპრიენ კაცარისი, ცნობილი მუსიკოსები - ჯერომ როუზი და ჯეფრი სუონი, მასიმილიანო ფერატი და გაბრიელე ლეპორატი, ახალგაზრდა წარმატებული ქართველი მუსიკოსები - ნიკოლას ნამორაძე და მარიამ ბაწაშვილი.

თბილისის საფორტეპიანო ფესტივალის ფარგლებში, არტოს ბაღში დუდანა მაზმანიშვილის კონცერტიც გაიმართა. ქართველი პიანისტი ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად გამოვიდა, რომელსაც ცნობილი დირიჟორი მორიც გნანი ხელმძღვანელობდა. ფესტივალი 29 სექტემბერს, სიმფონიური მუსიკის კონცერტით დასრულდა, რომელზეც მსმენელის წინაშე ეროვნული სიმფონიური ორკესტრი, ნიკოლოზ რაჭველის დირიჟორობით და ახალი თაობის ქართველი მუსიკოსები - გიორგი გიგაშვილი და ცოტნე ზედგინიძე წარდგნენ.

ფესტივალის ოფიციალური პარტნიორია მსოფლიო ბრენდი - BECHSTEIN, რომელმაც მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეს საჩუქრად დასაკრავი მუსიკალური ინსტრუმენტი გადასცა. თბილისის მერის მოადგილისა და სასახლის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, იმ დარბაზს, სადაც ინსტრუმენტი განთავსდება, სიმბოლურად „ბეხშტეინის“ დარბაზი დაერქმევა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს