„თავისუფალი დემოკრატები“  მარნეულში განვითარებული მოვლენების დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ

„თავისუფალი დემოკრატები“ მარნეულში, დაპირისპირების დროს მთავარი არხისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის გადამღებ ჯგუფებზე თავდასხმას ეხმიანებიან.

პარტიაში გმობენ ჟურნალისტების საქმიანობისთვის ხელის შეშლას და მით უფრო მსგავსი აგრესიული თავდასხმის განხორციელებას მათზე.

„ თავისუფალი დემოკრატები“ ვეხმიანებით და ვგმობთ მარნეულში განვითარებულ ძალადობრივ მოვლენებს. მშვიდობიანი საარჩევნო გარემოს შენარჩუნება უმნიშვნელოვანესი პირობაა და მნიშვნელოვანწილად ხელისუფლების პასუხისმგებლობაა.

მიუღებელი და დაუშვებელია ჟურნალისტების საქმიანობის ხელის შეშლა, ძალადობრივი ქმედებების განხორციელება და მათზე თავდასხმა. „თავისუფალი დემოკრატები“ მოვითხოვთ დაუყოვნებლივ მოხდეს აღნიშნული ფაქტის გამოძიება და დამნაშავეების დასჯა“, - ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო