"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ - ვგმობთ მარნეულში მომხდარ თავდასხმის ინციდენტებს - მოვუწოდებთ სამართალდამცავ უწყებებს უზრუნველყონ სწრაფად, სრულყოფილად და მიუკერძოებლად გამოძიება

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ მარნეულში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით სამართალდამცველებს სწრაფად და მიუკერძოებლად გამოძიებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ განცხადებას ორგანიზაცია სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ გმობს მარნეულში დღეს მომხდარ თავდასხმის ინციდენტებს „მთავარი არხისა“ და „პირველი არხის“ ჟურნალისტებზე, აგრეთვე პოლიტიკურ აქტივისტებზე. არჩევნების მშვიდ და სამართლიან გარემოში ჩატარება საქართველოს მოქალაქეების უმთავრეს ინტერესს წარმოადგენს და ამის უზრუნველყოფის უმთავრესი ვალდებულება მოქმედ ხელისუფლებას ეკისრება.

მოვუწოდებთ სამართალდამცავ უწყებებს უზრუნველყონ ინციდენტების სწრაფად, სრულყოფილად და მიუკერძოებლად გამოძიება“, - ნათქვამია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ განცხადებაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა