ელენე ხოშტარია - „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნების წაგების შიშისა და სასოწარკვეთის ფონზე გადაწყვიტა, ყოველდღიურად იძალადოს იმ ადამიანებზე, რომლებიც დისკომფორტს უქმნიან

„ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატი ვაკისა და საბურთალოს ოლქში, ელენე ხოშტარია, მარნეულში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება.

მისი თქმით, ეს არის ცეცხლთან თამაში და უკიდურესად საშიში პროცესი ჩვენი ქვეყნისთვის.

„ცოტა ხნის წინ მარნეულში სამოქალაქო აქტივისტები და ჟურნალისტები ცემეს. ეს არის ცეცხლთან თამაში და უკიდურესად საშიში პროცესი ჩვენი ქვეყნისთვის.

„ქართულმა ოცნებამ“ არჩევნების წაგების შიშისა და სასოწარკვეთის ფონზე გადაწყვიტა, ყოველდღიურად იძალადოს იმ ადამიანებზე, რომლებიც დისკომფორტს უქმნიან.

შეხვედრებზე მისულ ადამიანებზე, კანდიდატებზე, აქტივისტებსა და ჟურნალისტებზე ფიზიკური ძალადობა უკვე ყოველდღიურობა გახდა.

არცერთ ჩვენგანს ამის არ ეშინია, პირიქით, ეს გვაძლიერებს და გვაერთიანებს, მაგრამ ეს არის საშიში ჩვენი ქვეყნისთვის. პოლიტიკური ბრძოლის ხაზი არ უნდა გადიოდეს ძალადობაზე, ერთმანეთის განადგურებაზე.

ყველა ჩვენგანის პასუხისმგებლობა და ვალდებულებაა საქართველოს ისტორიაში ამ სამარცხვინო ფურცლის ერთხელ და სამუდამოდ დახურვა“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

აღნიშნულ კომენტარს „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს