“თბილისი ენერჯი” - კომპანიის ცხელი ხაზისა და სწრაფი რეაგირების სამსახურის სატელეფონო პროგრამაში შეფერხებაა

კომპანია “თბილისი ენერჯის” ცხელი ხაზისა და სწრაფი რეაგირების სამსახურის სატელეფონო პროგრამაში შეფერხებაა, მიზეზი ჯერჯერობით დაუდგენელია, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ “თბილისი ენერჯიდან” აცნობეს.

კომპანიის ცნობით, სპეციალისტები ინტენსიურად მუშაობენ პრობლემის დროულად აღმოსაფხვრელად. ხარვეზების გამო ასევე შეზღუდულია ვებ გვერდის ონლაინ დახმარების გამოყენებაც.

კომპანიის ცხელ ხაზზე ან სწრაფი რეაგირების სამსახურთან დაკავშირება ამ ეტაპზე შესაძლებელია მხოლოდ მესენჯერის საშუალებით.

აბონენტები მომსახურების მიღებას ასევე შეძლებენ მითითებულ ალტერნატიულ ტელეფონის ნომრებზე დარეკვისას. 599 87 86 16; 595 11 43 63

შეფერხების თაობაზე ინფორმირებულია 112 . გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში აბონენტებს შეუძლიათ ინფორმაცია 112 დახმარებითაც მოგვაწოდონ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა