გიგი უგულავა მარნეულში მომხდარზე - მკაცრად აგებთ პასუხს, დედა გეტირებათ

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას განცხადებით, თბილისის მერმა კახა კალაძემ ორი დღის წინ თათბირი ჩაატარა და ხელშეუხებლობის გარანტია მისცა „ზონდერობას“.

„პირდაპირ დავალება მისცა ოპოზიციის ლიდერებზე, სამოქალაქო აქტივისტებზე და ტელევიზიებზე. "ფორმულა", "მთავარი", "პირველი" - პირდაპირ განუსაზღვრა სამიზნეები. ხელისუფლების მხრიდან ასეთი საქციელით, მხოლოდ ოპოზიცია ძლიერდება. მკაცრად აგებთ პასუხს-დედა გეტირებათ“, - განაცხადა გიგი უგულავამ.

შეგახსენებთ, მარნეულში „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტების დაპირისპირების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა, მათ შორის ფიზიკურად გაუსწორდნენ ტელეკომპანია „მთავარის“ 2 ჟურნალისტს და 2 ოპერატორს, ასევე საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს