ზაალ უდუმაშვილი - ხელისუფლებამ ფრონტის ხაზი გახსნა - ცდილობს, ძალის დემონსტრირება გააკეთოს და მოსახლეობა დააშინოს, მაგრამ ეს ყველაფერი უკუღმა მუშაობს

ხელისუფლებამ ფრონტის ხაზი გახსნა აკეთებს იმას, რასაც ყველა არჩევნებზე აკეთებდა და დღევანდელი დღე გამონაკლისი არ არის, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა „პალიტრანიუსს“ მარნეულში განუცხადა, რითაც მარნეულში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა.

მისი თქმით, ცნობილია, რომ „ არჩევნების დროს ხელისუფლების მთავარი იარაღი არის ძალადობა, ფიზიკური ანგარიშსწორება და დღეს, მარნეულში ეს მოხდა“.

„ის, რაც ჩვენ გლდანში ვნახეთ, როდესაც ქვები ესროლეს ნიკა მელიას, ასევ ის, რაც იმავე დღეს ბოლნისში ვნახეთ, როდესაც ჩვენს წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ დღეს, მარნეულში იგივე ხდება. ხელისუფლება ცდილობს, რომ ძალის დემონსტრირება გააკეთოს და თითქოს მოსახლეობა დააშინოს, მაგრამ ეს ყველაფერი უკუღმა მუშაობს. ხელისუფლება ვერ ხვდება იმას, რომ ამ ყველაფერს უკუძალა გააჩნია და ამით ამომრჩეველი, პირიქით, ღიზიანდება. ეს ნიშნავს იმას, რომ ამ ხელისუფლების ბოლო დღეებსა და საათებს ვითვლით. 31 ოქტომბრამდე ერთი თვეა დარჩენილი და ეს ერთი თვე ზუსტად იმისთვის, რომ ამ ხელისუფლებამ მოღვაწეობა დაასრულოს ამ ქვეყანაში, ოღონდ, დროებით არა, სამუდამოდ. ამ ხელისუფლებას განაჩენს ზუსტად ქართველი ხალხი გამოუტანს“, - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

ცნობისთვის, დღეს საღამოს, მარნეულში მომხდარი ინციდენტისას დაშავდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები, „მთავარი არხის“ ჟურნალისტი, ხოლო „პირველი არხის“ ოპერატორს კამერა დაუმტვრიეს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ჯანმრთელობის დაზიანებისა და ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის მუხლებით დაიწყო.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა