რომან გოცირიძე მარნეულის ინციდენტზე - ეს არის ბანდიტური სახელმწიფო

პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ - ეს არის ბანდიტური სახელმწიფო. სხვანაირად ამას ვერ შეაფასებ, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ განაცხადაა, რითაც მარნეულში დღეს განვითარებული მოვლენები შეაფასა.

მისივე თქმით, ქვეყანაში არ არის პირობები თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად.

„ძალიან რბილად და ლამაზად არის ნათქვამი ოლიგარქიული მმართველობა, არაფორმალური მმართველობა, ჩრდილოვანი მმართველობა და ხალხი შეიძლება ვერც იგებს ამ უბედურების ნამდვილ შინაარსს. არის ბანდიტი სახელმწიფო, რომელიც ძალაუფლების შენარჩუნებისთვის მიდის ყველაფერზე და ძალაუფლება იმისთვის უნდათ, რომ ძარცვონ ქვეყანა, მოიპარონ ბიუჯეტიდან ფული, დააჯდნენ სახელმწიფო საწარმოებს და წლების განმავლობაში გაღატაკებული ხალხი და გამდიდრებული ოლიგარქის გარემოცვა და უნდათ აი ამ სიკეთეების შენარჩუნება სწორედ ძალადობრივი გზით. ხელისუფლება გააფრთხილა ათჯერ როგორც ევროპამ, ასევე ამერიკამ, რომ ნუ იქნება ძალადობა - ეს ნიშნავს იმას, რომ მათ ჰქონდათ ინფორმაცია თუ რას აპირებდნენ წინასაარჩევნოდ, რა იყო მათი მუდმივი ხელწერა ამ 8 წლის განმავლობაში ჩატარებული არჩევნებისას. ეს იყო ძალადობა, მოსყიდვა და მუქარა. ყველაფერი რომ შევაჯამოთ ქვეყანაში არ არის პირობები თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად. თუ „ქართული ოცნება“ არჩევნებს გააყალბებს მათ ხალხი გასცემთ საკადრის პასუხს“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

გოცირიძის განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობას“ დაძაბულობა არ აწყობს და სურს არჩევნებამდე ქვეყანა წყნარად მივიდეს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს