ზურაბ მელიქიშვილის ინფორმაციით, მარნეულში მომხდარი ინციდენტის დროს დაშავებულ  „ენმ“-ს წევრს გივი ქველაძეს მოტეხილობები აღენიშნება

ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ზურაბ მელიქიშვილის ინფორმაციით, მარნეულში მომხდარი ინციდენტის დროს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს გივი ქველაძეს ფიზიკურად თავდაპირველად მანქანაში გაუსწორდნენ.

როგორც ზურა მელიქიშვილმა „პალიტრა ნიუსს“ განუცხადა, ფიზიკური დაპირისპირების შედეგად, გივი ქველაძეს მოტეხილობები აღენიშნება, რომელიც ამ დროისთვის საავადმყოფოშია გადაყვანილი.

მელიქიშვილი მომხდარს „ქართულ ოცნებას“ უკავშირებს.

„ქართუოლი ოცნება“ თავის ჩვეულებას არ ღალატობს და ცდილობს, რომ ამ ძალადობით რაიმე შედეგს მიაღწიოს. „ქართულ ოცნებას“ შეეძლო თავის დასასრული მშვიდად მიეყვანა. თუმცა, ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ თავიანთი მმართველობა ცუდად დაასრულონ. საღამოს, ჩვენს წევრებზე მომხდარი თავდასხმა, მათ შორის, მარნეულში ოლქის კომისიის წევრ ლაშა ქველაძეზე, არის პირდაპირი დადასტურება იმისა, რომ ესენი მხოლოდ ძალადობას აპირებენ. ნორმალური საარჩევნო გარემო რომ იყოს, რა გვინდა საავადმყოფოში?! საავადმყოფოში წევს 3 ადამიანი. ჟურნალისტი ჯეიჰუნ მუჰამედ ალი უბრალოდ იღებდა, რა დროსაც ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. მომხდარის მოტივი მათი მხრიდან ძალიან მიამიტურია-ვითომ შეაშინონ ყველა ის ადამიანი, ვინც განსხვავებულ აზრს ატარებს. მათ უბრალოდ არ იციან, რომ ასე კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანი საქართველოში უკვე ძალიან ბევრია და 30 დღეში მმართველი პარტია დასრულდება.

ახლა, მთავარია ის, რომ გივი ქველაძე, რომელიც ყველაზე მძიმედ არის, გადარჩეს და მდგომარეობიდან გამოვიდეს. ექიმებმა მითხრეს, რომ კონტაქტზე ახლა გამოვიდა ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო, აღენიშნება მოტეხილობები. როდესაც მომწერეს, რომ მსგავსი რაღაც მოხდა თბილისიდან მარნეულში იმაზე უფრო ადრე ჩავედი, ვიდრე მარნეულიდან ადგილზე სასწრაფო დახმარება მივიდა.გივი ქველაძე, მძიმე მდგომარეობაში მყოფი ასფალტზე ჰყავდათ დაგდებული. ეს არის „ქართული ოცნების“ სახე. ეს ადამიანი ჯერ მანქანაში სცემეს, შემდეგ კი მანქანიდან გამოიყვანეს. ამის კადრები არსებობს. რაც თვითმხილველების გადმოცემით ვიცი, ინციდენტში მონაწილეობდა საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე “, - განაცხადა მელიქიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა