ბადრი ჯაფარიძე - დღეს მარნეული, ორი დღის წინ ბოლნისი, მანამდე გლდანი  - განუკითხაობაა საქართველოში

დღეს მარნეული, ორი დღის წინ ბოლნისი, მანამდე გლდანი - განუკითხაობაა საქართველოში , - ასე ეხმაურება "ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე მარნეულში მომხდარ ინციდენტს.

"სამწუხაროდ, თბილისში არ ვიმყოფები და ამ წუთებში მარნეულში ჩასვლას ვერ ვახერხებ, რომ ადგილზე უშუალოდ მოვინახულო დაზარალებულები.

ფაქტია, ქვემო ქართლის რეგიონში რამდენიმე დღეა სიტუაცია თანდათანობით დაიძაბა. ხელისუფლება ამ რთული მოცემულობის განმუხტვის ნაცვლად, საკუთარი განცხადებებით, ხელს უწყობს სიტუაციის ესკალაციას.

ხელისუფლების სრული პასუხისმგებლობაა, ის რაც ორი დღის წინ ბოლნისში, გუშინ გლდანში, დღეს მარნეულში და ზოგადად მთელ საქართველოში ხდება. ამ

ხელისუფლებას ან პროცესების მართვის უნარი აღარ შესწევს ან თვითონ არის ინციდენტის ინსპირატორი. ყველამ მკაცრად უნდა აგოს პასუხი კანონის წინაშე, ვინც ეს დანაშაული ჩაიდინა და წაახალისა.

ჩემი სოლიდარობა ჟურნალისტებს და ყველა დაშავებულს.

31 ოქტომბერს ქართველი ხალხი აუცილებლად გაიმარჯვებს", - აცხადებს ჯაფარიძე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო