მამუკა ხაზარაძე - ძალადობა, რომელსაც მარნეულში ვხედავთ, დაუშვებელია!

ძალადობა, რომელსაც ჩვენ მარნეულში ვხედავთ დაუშვებელია! , - ამის შესახებ “ლელოს” თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რითიც მარნეულში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა.

მისივე თქმით, მმართველი პარტია ძალადობის წამქეზებლად გვევლინება.

“განსაკუთრებით მიუღებელია თავდასხმა ჟურნალისტებზე. მარნეულში განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ეს ხელისუფლება ვერ აცნობიერებს მასზე დაკისრებულ პასუხისმგებლობას, მართოს სიტუაცია ქვეყანაში და უზრუნველყოს ადამიანების უსაფრთხოება. მმართველი პარტია თავად გვევლინება ძალადობის წამქეზებლად და ძალადობაში მონაწილე პირების დამცველად. ხელისუფლება ვერ, თუ არ ახორციელებს წესრიგის დაცვას და სიტუაციის მართვას. ნაცვლად დაძაბულობის განმუხტვისა, ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებები დაპირისპირების და დაძაბულობის გაღვივებას ემსახურება. კატეგორიულად მოვუწოდებთ სამართალდამცველებს - სასწრაფოდ გამოიძიონ ძალადობრივი ქმედებები და უმკაცრესად დასაჯონ ყველა პირი, ვინც მონაწილეობდა მარნეულში მიმდინარე დანაშაულებრივ პროცესებში“, - აცხადებს ხაზარაძე.

აღნიშნულ კომენტარს „ლელოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა