თინა ბოკუჩავას განცხადებით, ოჯახის წევრები მარნეულში მომხდარი დაპირისპირებისას დაშავებულის თბილისში გადაყვანას ითხოვენ, თუმცა ამის საშუალება არ ეძლევათ

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, თინა ბოკუჩავას ინფორმაციით, მარნეულის საავადმყოფოში, სადაც მარნეულში მომხდარი დაპირისპირებისას დაშავებული „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები არიან გადაყვანილები, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

როგორც ჟურნალისტებს თინა ბოკუჩავამ განუცხადა, დაშავებულთა პალატაში შევიდა გამომძიებელი, რომელმაც „საქმის გაყალბების მიზნით, შესაძლოა, დაშავებულებზე ზეწოლა განახორციელოს“.

„ახლა შევიდა გამომძიებელი და არავინ იცის, თუ როგორი ზეწოლა შეიძლება განხორციელდეს ადამიანებზე, რომლებიც არიან დაზარალებულები. როგორ შეიძლება ადვოკატის გარეშე შევიდეს გამომძიებელი და დაკითხოს დაზარალებულები. სავარაუდოდ, ახლა შიგნით საგამოძიებო მოქმედებები მიდის, კამერებს რომ არ დაენახა გამომძიებელი შეიპარა. ჩვენ რა გარანტია გვაქვს, რომ დაზარალებულ ადამიანებზე ახლა, ზეწოლას არ ახორციელებს და საქმის მასალებს არ აყალბებს. არათუ ადვოკატს, არამედ ოჯახის წევრებსაც არ უშვებენ. მეუღლე და დედა ითხოვენ, რომ დაშავებული თბილისში გადაიყვანონ, თუმცა ამის საშუალებას არ აძლევენ, ეს წარმოუდგენელი უსამართლობაა“, - განაცხადა ბოკუჩავამ.

ცნობისთვის, დღეს საღამოს, მარნეულში მომხდარი ინციდენტისას დაშავდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები, „მთავარი არხის“ ჟურნალისტი, ხოლო „პირველი არხის“ ოპერატორს კამერა დაუმტვრიეს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ჯანმრთელობის დაზიანებისა და ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის მუხლებით დაიწყო.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა