მიხეილ სააკაშვილი - „ქართულ ოცნებას“ პირდაპირი ალიანსი აქვს გაკეთებული რუსეთთან და ის მარაზმი, რაც თავისი ჭკუით, გამოაგდეს გარეჯზე, რუსების პირდაპირი ოპერაციაა

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი არ გამორიცხავს, რომ დავით გარეჯთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიება მის წინააღმდეგ გამოიყენონ.

როგორც მიხეილ სააკაშვილმა „ტვ.პირველის“ ეთერში განაცხადა, „მათი ბრალის არავის ეშინია“.

მიხეილ სააკაშვილის განმარტებით, მისი პრეზიდენტობის პერიოდში დავით გარეჯში მომლოცველებს მისვლა ჩვეულებრივად შეეძლოთ, ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში კი ეს აღარ შეიძლება.

„მართლა ხომ არ ბნელა?! ძალიან მარტივი სიტუაციაა, ჩემი პრეზიდენტობის დროს ყველა ქართველს შეეძლო გარეჯში მისვლა და ლოცვა. შეეძლო ჩვეულებრივად ევლო იმ ტერიტორიაზე, რომელიც, რა თქმა უნდა, ისტორიულად არის ქართული ტერიტორია. თუმცა, ბოლშევიკებმა ჩვენი ბევრი, როგორც სხვა რაღაც, საქართველოს სხვა ტერიტორია გააჩუქეს და მისი დიდი ნაწილი საქართველოს ფარგლებს გარეთ გაიყვანეს. მაგრამ, ჩვენ ვერავინ გაგვიბედავდა, რომ იქ არ შევეშვით, იმიტომ, რომ სანამ მე ვიყავი, საქართველო იყო ძლიერი, პატივს გვცემდნენ, ჩვენ უბატონოდ ვერავინ გავიბედავდა რაიმეს ჩაკეტვას. როგორც კი მოვიდა ივანიშვილი, მან ბოლომდე შელახა საქართველოს თავმოყვარეობა. საქართველოს თავის მეზობლებთან ასეთი ცუდი ურთიერთობა ისტორიულად, საუკუნეების განმავლობაში არ ჰქონია. მან საქართველოს პრესტიჟი „პლინტუსის“ ქვემოთ დასცა და ახლა, ყველას, ვისაც არ ეზარება თავში გვითაქებს, ეს არის ფაქტი. ჩემს დროს ყოველთვის შეიძლებოდა, გარეჯში ლოცვა, ივანიშვილის დროს ეს აღარ შეიძლება. ივანიშვილის დროს ჩვენ შლაგბაუმები ცხვირწინ ჩაგვიკეტეს, გაგვივლეს ხაზები, მავთულხლართები და ა.შ. ამიტომ, საქართველოში ხელისუფლება როგორც კი შეიცვლება ჩვენს მეზობლებთან მეგობრულ ურთიერთობებს აღვადგენთ, ჩვენს ღირსებას აღვიდგენთ, ქართველებისთვის ისევ გავხსნით საშუალებას თავიანთ ისტორიულ, განუყოფელ ძეგლში ილოცონ, იარონ, ბერად აღიკვეცონ და ყველაფერი, რაც ჩვენს ისტორიულ ტრადიციებს შეესაბამება. ამავე დროს, რა თქმა უნდა, ჩვენს მეზობლებთან ძალიან თბილი ურთიერთობა გვექნება, ამაში ეჭვი არ მეპარება, როგორც ადრე იყო“, - განაცხადა სააკაშვილმა

მისივე თქმით, ქართველი ხალხი მმართველ პარტიას ხელისუფლებიდან 31 ოქტომბერს მშვიდობიანად გაისტუმრებს.

„ეს არის მოღალატეთა დიდი ბრიგადა, რომელიც ახლა, საქართველოს დაეპატრონა. მრავალი საუკუნეა ასეთი მოღალატეები საქართველოს არ ჰყოლია, ყოველშემთხვევაში, სერგო ორჯონიკიძის შემდეგ. ეს არის ის ხალხი, ვინც მიწასთან გაასწორა საქართველოს პრესტიჟი, ვინც დათმო საქართველოს მთავრი პოზიციები, ვინც საქართველო პატარა სოფლად გადააქცია მსოფლიოს თვალში და ეს არის ის ხალხი, ვინც უმოწყალოდ ანადგურებს იმას, ბოლოს რაც დარჩა საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტებიდან. ამაზე მეტი ღალატი არ არსებობს. მათი ბრალის არავის ეშინია, ქართველი ხალხი მათ 31 ოქტომბერს ხელისუფლებიდან მშვიდობიანად გაისტუმრებს. საქართველოში ხელისუფლება შეიცვლება და კანონის უზენაესობა აღდგება. შეიქმნება ახალი სასამართლო სისტემა, რომლის გეგმა მე წარმოვადგინე, შეიქმნება ახალი პოლიცია, ახალი პროკურატურა, რომლის გეგმა მე წარმოვადგინე, რომელიც არასდროს იქნება არცერთი ხელისუფლების დაკვეთის ბრმა შემსრულებელი“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

კითხვაზე, შესაძლოა თუ არა ეს საქმე მის წინააღმდეგ გამოიყენონ, სააკაშვილი პასუხობს, რომ „რა თქმა უნდა“.

„რა თქმა უნდა, ეს არის მათი ცირკაჩო, ფინთი გოიმივით უნდათ ააგდონ ქართველები. ივანიშვილს ქართველები სრული იდიოტები ჰგონია. ივანიშვილს ჰგონია, რომ ერთი და იგივე ხრიკი, ტრიუკი,რომელიც ქართველებს ერთი-ორჯერ ჩაუტარა, მუდმივად გაჭრის... დარწმუნებული ვარ, ჩვენი ხალხი არის უკვე გამოცდილი, დაბრძენებული საკადრის პასუხს გასცემს, ამ, მართლა ფინთგოიმს, მართლა სრულ არარაობას, მართლა მოღალატეს, იაფფასიან, უგემოვნო, მოღალატეს, რომელსაც თავის ერი სრული სულელი ჰგონია. ჩვენი ხალხი სულელი ნამდვილად არ არის“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ამასთან ყოფილმა პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ „ქართულ ოცნებას“ პირდაპირი ალიანსი აქვს გაკეთებული რუსეთთან და დავით გარეჯის თემაც რუსეთის ოპერაციაა.

„ქართულ ოცნებას“ პირდაპირი ალიანსი აქვს გაკეთებული რუსეთთან და ის მარაზმი, რაც თავისი ჭკუით გამოაგდეს გარეჯზე, რუსების პირდაპირი ოპერაციაა. ისინი რუსეთთან ერთად ატარებენ ოპერაციას, რუსეთთან ერთად მოქმედებენ და საერთო არ აინტერესებთ არაფერი გარდა ხელისუფლების შენარჩუნებისა. არ უნდა მივცეთ საშუალება, რომ წამოგვაგონ პროვოკაციაზე, არ უნდა ჩაგვითრიონ ძალადობაში, არ უნდა ჩაგვითრიონ თავის თამაშში, ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან მშვიდობიანები და ამავე დროს ძალიან დარწმუნებულები საკუთარ თავში“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

შეგახსენებთ, საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში სისხლის სამართლის საქმეზე, უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით გამოძიება მიმდინარეობს.

უწყების ცნობით, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო 2020 წლის 17 აგვისტოს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან მიღებული წერილობითი ინფორმაცია, რომელიც შეეხებოდა საქართველოს სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის საქმიანობას. თავდაცვის სამინისტროდან მიღებული ინფორმაციით, კომისიის მიერ საქართველო აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის გარკვეული მონაკვეთები არამართლზომიერად, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული ინტერესების საზიანოდ შეთანხმდა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო