დონალდ ტრამპსა და ჯო ბაიდენს შორის პირველი სატელევიზიო დებატები გაიმართა

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და „დემოკრატების“ პრეზიდენტობის კანდიდატ ჯო ბაიდენს შორის პირველი სატელევიზიო დებატები გაიმართა.

დებატების ერთ-ერთი საკითხი კორონავირუსის პანდემია იყო, რასაც საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის მწვავე კამათი მოჰყვა.

ჯო ბაიდენმა აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპმა ჯერ კიდევ თებერვალში იცოდა, რა საფრთხესაც წარმოადგენდა კორონავირუსი, თუმცა ამის შესახებ ინფორმაცია საკუთარ ხალხს დაუმალა. პრეზიდენტობის „დემოკრატმა“ კანდიდატმა ხაზი გაუსვა იმას, რომ აშშ-ში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა შემაშფოთებელია.

„როდესაც მან ეს რიცხვები წარმოადგინა, თქვა : „ეს არის ის, რაც არის.“ დიახ, ეს არის ის, რაც არის, იმიტომ, რომ თქვენ ხართ ის, ვინც ხართ. პრეზიდენტს არ აქვს გეგმა. მან ყველაფერი ჯერ კიდევ თებერვალში იცოდა, იცოდა, რამდენად სერიოზული იყო. ეს არის ის კაცი, რომელიც გეუბნებოდათ, რომ აღდგომამდე ვირუსი გაქრებოდა, რომ თბილ ამინდთან ერთად ის გაქრებოდა ისე, როგორც სასწაული,“ - აღნიშნა ჯო ბაიდენმა.

პასუხად კი დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ იმას, რაც მისმა ადმინისტრაციამ კორონავირუსის წინააღმდეგ გააკეთა, ბაიდენი და მისი გუნდი ვერასდროს შეძლებდნენ.

„მე თქვენ გეუბნებით, ჯო, თქვენ იმას, რაც ჩვენ გავაკეთეთ, თქვენ ვერასდროს გააკეთებდით. თქვენ ეს სისხლში არ გაქვთ, თქვენ ამას ვერასდროს გააკეთებდით, ჯო,“- აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

მისივე თქმით, იმაში, რომ მისი ადმინისტრაციის მიერ კორონავირუსთან გამკლავება ნაკლებადწარმატებულად აღიქმება, პრესაა დამნაშავე.

დონალდ ტრამპსა და ჯო ბაიდენს შორის პირველი სატელევიზიო დებატები ქალაქ კლივლენდში, ოჰაიოს შტატში გაიმართა.

იხილეთ ვიდეო: დონალდ ტრამპსა და ჯო ბაიდენს შორის პირველი სატელევიზიო დებატები გაიმართა

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა