ელიოტ ენგელი - აშშ-მ არ უნდა დაუშვას თურქეთის მიერ სამშვიდობო პროცესის ჩაშლა და კონფლიქტის გამწვავება

ღრმად შეშფოთებული და შეძრწუნებული ვარ მთიან ყარაბაღში ძალადობის ესკალაციისა და ადამიანების ტრაგიკული დაღუპვის გამო, აზერბაიჯანისა და სომხეთს სიტუაციის დეესკალაციისა და საომარი მოქმედებების დასრულებიკენ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისა და კონტაქტის ხაზის გასწვრივ ტერიტორიის მიტაცებისგან თავის შეკავებისკენ მოვუწოდებ, - ამის შესახებ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის ელიოტ ენგელის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

ის ხაზს უსვამს, რომ აღნიშნულ კონფლიქტზე გარეშე ძალების გავლენა შემაშფოთებელია.

„გარე ძალების გავლენა, როგორიცაა თურქეთი, რომელიც უგუნურად ერევა კონფლიქტში, შემაშფოთებელია. საერთაშორისო საზოგადოება სამშვიდობო პროცესის ერთგული უნდა დარჩეს. როგორც ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარემ, აშშ-მ არ უნდა დაუშვას თურქეთის მიერ სამშვიდობო პროცესის ჩაშლა და კონფლიქტის გამწვავება,“- აღნიშნულია თავმჯდომარის ელიოტ ენგელის განცხადებაში.

მისივე თქმით, რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობის დამყარების ერთადერთი გზა დიალოგია და არა ძალადობა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო