სატელევიზიო დებატების დროს ჯო ბაიდენმა დონალდ ტრამპს "რასისტი და პუტინის ლეკვი" უწოდა

სატელევიზიო დებატების დროს ჯო ბაიდენმა დონალდ ტრამპს "რასისტი და პუტინის ლეკვი" უწოდა.

დებატების დროს დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რასობრივ საკითხებთან დაკავშირებული ტრენინგები შეაჩერა, რადგან ტრენინგების დროს ადამიანებს არწმუნებდნენ, რომ ამერიკა საშინელი, რასისტული ქვეყანაა. რესპუბლიკელი ოპონენტის ამ განცხადების საპასუხოდ, ჯო ბაიდენმა მას რასისტი უწოდა.

„ამას სხვა არავინ გააკეთებდა, ის უბრალოდ რასისტია. ეს პრობლემები ქვეყანაში არსებობს და ხალხმა უნდა იცოდეს, რა არის შეურაცხმყოფელი სხვებისთვის. დონალდ ტრამპი განსხვავებული კანის ფერის ადამიანებს ზემოდან უყურებს“, -განაცხადა მან.

ამასთან, დებატების დროს ბაიდენმა ტრამპი რუსეთის გაკრიტიკებაზე უარის თქმაში დაადანაშაულა.

„ტრამპის პრეზიდენტობისას ჩვენ უფრო სუსტი, ღარიბები და დაყოფილები გავხდით. ფაქტია, რომ პირისპირ ვხვდებოდი ვლადიმერ პუტინს და მკაფიოდ ვეუბნებოდი მას, რომ მისგან არაფერს მოვითმენთ. ტრამპი პუტინის ლეკვია. უარს ამბობს რამე უთხრას პუტინს იმაზე, რომ ავღანეთში ჩვენი ჯარისკაცების ლიკვიდირებაზე ჯილდო დააწესეს“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა.

იხილეთ ვიდეო: სატელევიზიო დებატების დროს ჯო ბაიდენმა დონალდ ტრამპს რასისტი და პუტინის ლეკვი უწოდა

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა