დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე დავით გარეჯზე - ყველა სადაო, საეჭვო და დასაზუსტებელი საკითხი გადაწყვეტილი იყო საქართველოს საზიანოდ

საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, დავით გარეჯთან დაკავშირებით ყველა სადაო, საეჭვო და დასაზუსტებელი საკითხი გადაწყვეტილი იყო საქართველოს საზიანოდ.

როგორც მან დავით გარეჯთან დაკავშირებით პროკურატურის განცხადების საპასუხოდ განაცხადა, ძალიან დიდ ეჭვს იწვევდა ძველი კომისიის შემადგენლობა.

„დაწვრილებით ვერაფერს გეტყვით. უშუალოდ, ვინც იყო დაკითხვაზე მათ შეუძლიათ დაზუსტებით გითხრათ ამის შესახებ. განცხადებებში ჩვენ ადრე ვსაუბრობდით ამაზე, რომ ძალიან დიდ ეჭვს იწვევდა ძველი კომისიის შემადგენლობა. ყველა სადაო, საეჭვო და დასაზუსტებელი საკითხი იყო გადაწყვეტილი საქართველოს საზიანოდ. ჩვენი ძირძველი სიწმინდეებია, მეტიც, საპატრიარქოს კუთვნილებაა საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ყველა ეკლესია-მონასტერი“, - განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

უწყების ცნობით, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო 2020 წლის 17 აგვისტოს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან მიღებული წერილობითი ინფორმაცია, რომელიც შეეხებოდა საქართველოს სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის საქმიანობას. თავდაცვის სამინისტროდან მიღებული ინფორმაციით, კომისიის მიერ საქართველო აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის გარკვეული მონაკვეთები არამართლზომიერად, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული ინტერესების საზიანოდ შეთანხმდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო