აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება - ინტენსიური ბრძოლა გრძელდება, დაღუპული და დაჭრილია მტრის 2 300-მდე ჯარისკაცი

აზერბაიჯანის არმია ოკუპირებული ტერიტორიების გასათავისუფლებლად ინტენსიურ ბრძოლას განაგრძობს, - აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო იუწყება.

მათივე ცნობით, 27 სექტემბრიდან დაჭრილი და დაღუპულია 2 300-მდე სომეხი ჯარისკაცი, გარდა ამისა, განადგურებულია 130 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა, 25-მდე საჰაერო თავდაცვითი სისტემა, იარაღის 5 საწყობი, 50-მდე ტანკსაწინააღმდეგო სისტემა.

აზერბაიჯანის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, გუშინდელი ბრძოლის დროს აზერბაიჯანულმა ძალებმა ხოჯალის რეგიონში საზენიტო-სარაკეტო სისტემა С-300-ი გაანადგურეს.

იხილეთ ვიდეო: ინტენსიური ბრძოლა გრძელდება, დაღუპული და დაჭრილია მტრის 2 300-მდე ჯარისკაცი - აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა