მანუჩარ კვირკველია - აბსოლუტურად მიუღებელია ფიზიკური დაპირისპირება სპორტულ მოედანს მიღმა

ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია ფიზიკური დაპირისპირება სპორტულ მოედანს მიღმა, - ასე გამოეხმაურა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ოზურგეთი-ლანჩხუთი-ჩოხატაურის ოლქში მანუჩარ კვირკველია მარნეულში განვითარებულ მოვლენებს.

კვირკველია გმობს მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ განხორციელებულ ძალადობას.

„პოლიტიკურ პროცესში ჩართულ ყველა სუბიექტს ვთხოვ და მოვუწოდებ პატივი ვცეთ ერთმანეთს, მოსახლეობას და ქართულ დემოკრატიას. მოგიწოდებთ, რომ უმნიშვნელოვანესი და გარდამტეხი არჩევნები ჩავატაროთ მშვიდობიან გარემოში და ჩვენს ხალხს მივცეთ შესაძლებლობა თავიანთი კონსტიტუციური ნება გამოავლინონ ყოველგვარი ზეწოლის გარეშე“, - განაცხადა კვირკველიამ.

ცნობისთვის, გვიან ღამით მარნეულში მომხდარი ინციდენტისას დაშავდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები, „მთავარი არხის“ ჟურნალისტი, ხოლო „პირველი არხის“ ოპერატორს კამერა დაუმტვრიეს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ჯანმრთელობის დაზიანებისა და ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის მუხლებით დაიწყო.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა