გიორგი გახარია ევროკომისიასა და ევროპარლამენტში შეხვედრებს გამართავს

ბრიუსელში ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, პრემიერ-მინისტრი შეხვედრებს დღეს ევროკომისიასა და ევროპარლამენტში განაგრძობს.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ევროკომისიაში დაგეგმილია გიორგი გახარიას შეხვედრები ევროკომისრებთან - იუსტიციის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ინოვაციების, კვლევის, კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდობის საკითხებში, ხოლო ევროპარლამენტში - საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესა და ევროპარლამენტარებთან.

პრემიერ-მინისტრის ორდღიანი ოფიციალური ვიზიტი დღეს სრულდება. საქართველოს სამთავრობო დელეგაციის შემადგენლობაში საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ნათია მეზვრიშვილი იმყოფებიან.

იხილეთ ვიდეო:

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს