ნატა საბანაძე პრემიერის ბრიუსელში ვიზიტზე - გიორგი გახარიამ უკვე დასახა გზები მომავალი თანამშრომლობის, როგორ დავაახლოვოთ საქართველო ევროკავშირთან

პრემიერ-მინისტრმა უკვე დასახა მომავალი თანამშრომლობის გზები, როგორ გავაღრმავოთ და წინ წავწიოთ ჩვენი ურთიერთობები, როგორ დავაახლოვოთ საქართველო ევროკავშირთან როგორც ფიზიკურად, ასევე პოლიტიკურად, ეკონომიკურად და ა.შ. - ამის შესახებ ევროკავშირში საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა ნატა საბანაძემ, პრემიერ-მინისტრის ბრიუსელში ოფიციალური ვიზიტის შესახებ საუბრისას განაცხადა.

ნატა საბანაძის თქმით, აღნიშნული ვიზიტის მიმართ ძალიან დიდი ინტერესია, რაც შეხვედრებიდანაც გამომდინარეობს.

„პრემიერ-მინისტრს შეხვედრა ჰქონდა გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის კომისართან და ამით დაიწყო ევროკავშირის მხარე. გიორგი გახარია შეხვდა ევროპარლამენტისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტებს, უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა საკითხებში, ჯოზეფ ბორელს. ვიზიტი გაგრძელდება და ის შინაარსობრივად ძალიან დატვირთულია. პრემიერს ექნება შეხვედრები ევროკომისრებთან, რომლებიც კურირებენ განათლებას, ენერგეტიკას, ტრანსპორტს, მართლმსაჯულებას. ფაქტობრივად, ყველა სფერო არის მოცული. ამიტომ, შინაარსობრივად ძალიან დატვირთული ვიზიტია. დიდი ინტერესი გამომდინარეობს ასევე იქიდანაც, რომ ერთ თვეში საქართველოში არჩევნებია, ყველა საუბრობს ამ არჩევნებზე და მოლოდინი მაღალია“, - განაცხადა ნატა საბანაძემ.

ევროკავშირში საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ საქართველო წარმოადგენს მოწინავე ქვეყანას რეგიონში, აღმოსავლეთ პარტნიორობის კონტექსტში და შესაბამისად არის იმის იმედი, რომ ეს პოზიციები, არჩევნების შემდეგ, კიდევ უფრო გამყარდება.

ნატა საბანაძის განცხადებას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა